საქართველოში რიო-2016-ის ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ წიგნები წარადგინეს

© Sputnik / Levan Avlabreliთავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური თამაშების წიგნის რიო-2016 პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა პრეზენტაციაზე სამი წიგნი წარადგინა – ოლიმპიური ჩემპიონების ლაშა ტალახაძისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შესახებ და ფოტოალბომი „ქართველები რიოში“.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სამშაბათს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და წიგნების ორი მთავარი „პერსონაჟი“ – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც ბრაზილიაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

© Sputnik / Levan Avlabreliთავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური თამაშების წიგნის რიო-2016 პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე

„ჩვენთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა მიდიოდა დევიზით – „უკეთესად, ვიდრე ლონდონში“. და ამ ამოცანას ჩვენ გავუმკლავდით. რა თქმა უნდა, მეტი მედალი შეიძლებოდა აგვეღო, მაგრამ ეს სპორტია. ასე რომ, ჩვენ შედეგებით კმაყოფილი ვართ“, – აღნიშნა ხაბელოვმა.

„წიგნები და ფილმები — სპორტსმენების საქმიანობის საუკეთესო შეფასებაა. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ამ წიგნების შექმნაში მონაწილეობას იღებდა. მომავალ წელს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ფილმების ციკლის გადაღებას აპირებს, რომელიც საქართველოს ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს მიეძღვნება“, — დაამატა ბერიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliთავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების წიგნის რიო-2016 პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე

წიგნების ავტორებმა ოთარ მაღლაკელიძემ და ვასილ ბალახაძემ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყველა წარმომადგენელს მასალების მოგროვებისა და წიგნებზე მუშაობის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოს ოლიმპიური ისტორიის ნაწილი გავხდით. ის, რომ ჩვენ შესახებ წიგნები დაიწერა, დიდი პატივია. მადლობა ყველას, ვინც მათ შექმნაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტუმრები ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტუმრები ოლიმპიური თამაშების წიგნის რიო-2016 პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სტუმრები ოლიმპიური თამაშების წიგნის "რიო-2016" პრეზენტაციაზე

ამ ორი წიგნის გარდა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტოალბომი „ქართველები რიოში“, რომელიც ყველა ქართველ სპორტსმენს მიეძღვნა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0