თბილისი, 19 დეკემბერი– Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 65 წლის ქალბატონმა 90 წლის დედა მოკლა, — იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მკვლელობაში ბრალდებული ქალბატონი დაკავებულია. პირველადი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.