თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შრი-ლანკის ორი მოქალაქე საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა, — იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
1985 და 1986 წლებში დაბადებული უცხოელი მოქალაქეები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შეეცადნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).