რუსეთის ელჩი თურქეთში მძიმედ დაჭრეს

© REUTERS / Kaan Soyturkსასწრაფო დახმარების მანქანები თურქეთში
სასწრაფო დახმარების მანქანები თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩს თავს ფოტოგამოფენის გახსნაზე დაესხნენ.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ ტელეარხ NTV–ზე დაყრდნობით.

ტელეარხის ინფორმაციით, ელჩს თავს ფოტოგამოფენის გახსნისას დაესხნენ. კარლოვი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საელჩო ანკარაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0