კრაკოვში კაჩინსკის ესკორტს პოლიცია მომიტინგეებისგან იცავდა

გამოწერა

მომიტინგეთა ჯგუფმა მჯდომარე პიკეტი მოაწყო მმართველი პარტიის "უფლება და სამართლიანობა" მეთაურის, იაროსლავ კაჩინსკის ესკორტის გზაზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობის ბლოკირება სცადა.

ესკორტი კრაკოვში ვაველის სასახლისკენ მიემართებოდა, სადაც იაროსლავ კაჩინსკი ყოველთვიურად მიდის, რათა პატივი მიაგოს დაღუპულ ძმას.

სასახლის წინ ესკორტს მომიტინგეთა ჯგუფი დახვდა. რამდენიმე წევრი მანქანის წინ დაჯდა და გზა გადაკეტა. მომიტინგეები სკანდირებდნენ "სირცხვილი!". ისინი ასევე ცდილობდნენ სეიმის ვიცე-სპიკერთან გასაუბრებას მანქანის მინიდან.

პოლონელი ოპოზიციონრები პარასკევიდან ბლოკავენ ქვეყნის სეიმის მუშაობას. ამის მიზეზი გახდა სეიმის მიერ 2017 წლიდან პარლამენტის ქვედა პალატაში ჟურნალისტთა მუშაობის შეზღუდვის დაწესების დაგეგმვა და სიმის სპიკერის მარეკ კუხჩინსკის გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ერთ-ერთი დეპუტატი სხდომიდან.

მიუხედავად ამისა, სეიმმა სხდომა სხვა დარბაზში ჩაატარა და მიიღო რიგი კანონებისა, მათ შორის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ. ოპოზიციას ხმის მიცემის პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნია. საპროტესტო აქციები კვირას პოლონეთის ბევრ ქალაქში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0