დანგრეული ალეპო ბოევიკების გაძევების შემდეგ

გამოწერა

ალეპოს კვარტლებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ბოევიკები აკონტროლებდნენ, საცხოვრებელი სახლებისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. იხილეთ დრონიდან გადაღებული კადრები, თუ როგორ გამოიყურება ქალაქი ტერორისტების გაძევების შემდეგ.

დრონის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ალეპოში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი მთლიანად განადგურებულია, ზოგიერთისგან კი მხოლოდ საყრდენი კედლებიღა დარჩა. ქუჩაში არ არის ხალხი და მანქანები. ქალაქი დაცლილია როგორც ბოევიკებისგან, ასევე ევაკუირებული არიან ადგილობრივი მოსახლეებიც.

ალეპოდან ბოევიკების ოჯახებიანად გაყვანის ოპერაცია სირიის სხვა რაიონებში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

პარასკევს სირიაში მოწინააღმდეგე მხარეების შერიგების რუსულმა ცენტრმა ალეპოს ბოევიკებისგან გათავისუფლების ოპერაციის დასრულების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ისინი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს 2012 წლიდან აკონტროლებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0