Sputnik-ის რეპორტიორებმა მონაწილეობა მიიღეს ფლეშმობში სახელწოდებით Mannequin Challenge

გამოწერა

Sputnik-ის ოპერატორმა და ფოტოკორესპონდენტმა მონაწილეობა მიიღეს პოპულარულ ფლეშმობში Mannequin Challenge, რომელიც მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ მოაწყო.

სკულენის გამშვებ პუნქტზე დრო გაჩერდა, როდესაც ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ, ხოლო მესაზღვრეები რესპუბლიკის საზღვარზე ავტომანქანას ამოწმებდნენ. აქციასში სულ ხუთმა ჟურნალისტმა, ხუთმა ოპერატორმა და სამმა ბლოგერმა მიიღო მონაწილეობა, იუწყება Sputnik მოლდოვა.

Mannequin Challenge პირველად ქსელში ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდა. ფლეშმობის აზრი ისაა, რომ მისმა მონაწილეებმა სულ ცოტა ხნით დრო შეაჩერონ კამერის წინ გაშეშებით. ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა, მსახიობმა, ტელეწამყვანმა და ასევე Sputnik რადიომ მიიღო მონაწილეობა ამ ფლეშმობში.

ყველა ახალი ამბავი
0