საქართველოში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

© AP Photo / Efrem Lukatskyფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის დროშით მცურავი გემის კაპიტანი ზღვის დაბინძურებისათვის ჯარიმის სახით 65 ათას ლარს გადაიხდის.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვრის გამო დააკავეს, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0