წითელ მოედანზე თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილმა მძღოლმა ნაძვის ხე მიიტანა, რომელმაც კრემლის დაცვის თანამშრომლებს საზეიმო ბარათი გადასცა და სპასის კოშკის ჭიშკრის გავლით ნაძვის ხე შეიტანა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ მიიტანეს კრემლში ნაძვის ხე.
თოვლის ბაბუამ, რომელმაც კერმლში ნაძვის ხე მიიტანა, ისურვა, რომ დედამიწაზე აღარასდროს მოხდეს ომი, არ დადგეს განსაცდელი და ხალხი იყოს ბედნიერი. შემდეგ მან პოლიციელს საზეიმო ბარათი გადასცა და კრემლის ტერიტორიაზე შევიდა.
საახალწლო ხე 100 წელზე მეტისაა, მისი სიმაღლე 30 მეტრია, დიამეტრი — 70 სანტიმეტრი, ტოტები კი 15 მეტრზე აქვს გაშლილი. ნაძვის ხეს კრემლში ტაძრის მოედანზე დადგამენ, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს ჩატარდება.
რუსეთის მთავარი ნაძვის ხის შერჩევის კრიტერიუმები მისი ზომები და ვიზუალური მხარე იყო: სწორი ფორმა და წიწვების შეფერილობა. ხის სიმაღლე მინიმუმ 30 მეტრი უნდა ყოფილიყო, დიამეტრი არანაკლები 0,6 მეტრისა, ამიტომ ნაძვის ხის ასაკი მინიმუმ 80 წელი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ პერიოდში აღწევს ხე საჭირო ზომებს.