თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. კანადაში მძღოლებს არ ურჩევენ ხელი კრან ლოსებს, რომლებიც მანქანებს ლოკავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости BBC News-ზე დაყრდნობით.
ალბერტის პროვინციის მთავრობამ მძღოლები სპეციალურად გააფრთხილა, რადგან ერთ-ერთი ადგილობრივი ნაკრძალის ბინადარი ლოსები იმდენად გამამაცდნენ, რომ უახოვდებიან მანქანებს და ლოკავენ მათი ზედაპირიდან მარილს, რომელსაც ლიპყინულთან ბრძოლის მიზნით გზებს აყრიან.
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ხელისუფლება დაჟინებით ურჩევს ცხოველებთან კონფლიქტში შესვლისგან თავი შეიკავონ, არ დატოვონ ავტომობილი და არ ეცადნონ უკუაგდონ ცხოველი.
სპეციალისტთა განმარტებით, ზრდასრული ლოსი 450-ზე მეტ კილოგრამს იწონის, მას ადგილიდან ვერაფრით ვერ დაძრავ. ხოლო თუკი ცხოველი გადაწყვეტს, რომ მას საფრთხე ემუქრება, შესაძლოა ის ადამიანებსა ან მანქანებს თავს დაესხას.