თურქეთში სამხედრო ავტობუსის გვერდით მანქანის აფეთქების კადრები

გამოწერა

თურქეთში, ქალაქ კაისერში ეფრეიტორებისა და ჯარის კაცების ავტობუსის გვერდით დანაღმული მანქანის აფეთქების მომენტი დააფიქსირა ვიდეორეგისტრატორმა.

მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 სამხედრო, 48 — დაშავდა. ყველა დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია დანაღმული ავტომობილის აფეთქების შესახებ უნივერსიტეტ ერჯიესის სტუდენტური კამპუსის მახლობლად. მანქანა მაშინ აფეთქდა, როდესაც სამხედრო ავტობუსმა გვერდით ჩაუარა. "რია ნოვოსტი" იუწყება, რომ უკვე შვიდი ადამიანია დაკავებული კაისერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა განაცხადა, რომ კაისერში ტერაქტი კაისერში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ხოლო თურქეთის ვიცე-პრემიერ ვეისელ კაინაკის თქმით აფეთქებების ხასიათი სტამბულში ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერაქტებს გავს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კაისერის ტერაქტზე პასუხისმგებლობა თურქეთში აკრძალულ ქურთულ მშრომელთა პარტიას დააკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0