საქართველოს მომავალ წელს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა და პოლონეთის ელჩმა შეხვედრაზე ასევე პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას მომავალ წელს საქართველოში ვიზიტის მომზადების საკითხი განიხილეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო. მარიუშ მაშკიევიჩმა მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პოლონეთის ელჩმა, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტის მომზადების საკითხები განიხილეს, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის კულტურას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა საქართველოს მომავალ წელს ეწვევა.

მაშკიევიჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ის, როგორც ელჩი, ქვეყნების ურთიერთობების გააქტიურებას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა 1997 წელს. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 


ყველა ახალი ამბავი
0