რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელი ალეპოსა და პალმირში სამხედრო ოპერაციების შესახებ

გამოწერა

რუსეთის საჰაერო ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაურმა ვიქტორ პოზნიხირმა სირიელი სამხედროების მიერ ალეპოში 105 უბნის გათავისუფლებისა და პალმირში სიტუაციის სტაბილიზაციაზე ისაუბრა.

რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის არმიამ 900-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა და ათობით სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ალეპოდან 3033 ბიევიკი გაიქცა, რომელთაგანაც გარკვეული ნაწილი ამნისტირებულია.

"ალეპო საკუთარი ნებით დატოვა 3033-მა ბოევიკმა, მათგან 1524 ამნისტირებული და გათავისუფლებულია. დანარჩენები შემოწმებას გადიან", — განაცხადა პოზნიხირმა.

ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით ალეპოს უსაფრთხო რაიონებში 108 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა გაყვანილი, მათ შორის დაახლოებით 47 ათასი ბავშვი.

სირიის სამხედრო ძალებმა რუსეთის დახმარებით პალმირში სიტუაციის სტაბილიზაციას მიაღწია და ბოევიკების შეტევაც აირიდა თავიდან, დაამატა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0