ადამიანის რთული ბუნებისა და ნეგატიური აზროვნების... უპირატესობა

© FL/ David Robert Bliwasნეგატიური განწყობა ადამიანს უფრო ყურადღებიანს, ფრთხილსა და ჯანსაღად მოაზროვნეს ხდის
ნეგატიური განწყობა ადამიანს უფრო ყურადღებიანს, ფრთხილსა და ჯანსაღად მოაზროვნეს ხდის - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ნეგატიური აზროვნება, უნდობლობიდან და სიფრთხილიდან გამომდინარე, ადამიანებს ხშირად ეხმარება ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებაში.

კვლევების წამყვანი სწავლული ჯო ფორგასი ამტკიცებს, რომ რთული ხასიათისა და ცუდი გუნების ადამიანებს ბევრად უკეთესი ანალიტიკური აზროვნება აქვთ გადაწყვეტილებების მისაღებად.

როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა მოხალისეთა ჯგუფს სხვადასხვა განწყობის ფილმები უჩვენეს, მერე კი მათი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მოვლენები განიხილეს. ამ ცდის მიზანი გამოსაცდელთა გუნების შეცვლა იყო — კარგისკენ ან ცუდისკენ.

ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს თვითმხილველთა ნაამბობ ნამდვილ და გამოგონილ ამბებს უკითხავდნენ და სთხოვდნენ, გაეანალიზებინათ ისტორია და გამოეცნოთ, რომელი მათგანი იყო რეალური და რომელი — შეთხზული.

შედეგებმა აჩვენა, რომ ნეგატიური სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანები შეუდარებლად ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ და მთლიანობაში ბევრად

ტესტი: რომელი ქართული ღვინო შეეფერება თქვენს ხასიათს?

ლოგიკურად მსჯელობდნენ.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ პოზიტიური განწყობა შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს, ნეგატიური ადამიანს უფრო ყურადღებიანს, ფრთხილსა და ჯანსაღად მოაზროვნეს ხდის.

თუმცა, ეს ექსპერიმენტი სულაც არ ამტკიცებს იმას, თითქოს მძიმე ხასიათით სიარული კარგია. უბრალოდ, ის გვიჩვენებს, რომ რთულ ბუნებასა და ნეგატიურ აზროვნებას თავისი უპირატესობა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0