სამსახურებრივი გულგრილობის გამო ჩინოვნიკებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ ბრალად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გამგებლის მრჩეველსა და ასევე სამ ყოფილ თანამდებობის პირს.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხუთი პირი — გარდაბნის რაიონის მოქმედი და ყოფილი ჩინოვიკები, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამსახურებრივი გულგრილობა ბრალად ედებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს როვშან მამედოვსა და გამგებლის მრჩეველს მიწის მართვის საკითხებში ნოდარ ბულისკირიას.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
დიპლომებისა და ატესტატების გაყალბების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს ყოფილი თანამდებობის პირებიც: მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური, საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანების საფუძველზე 2013 წლის ივნისიდან აღნიშნული პირები მუშაობდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისის წევრებად.

სუს-ის მტკიცებით, აღნიშნულმა თანამდებობის პირებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევარი დამოკიდებულების გამო სათანადოდ არ გამოიკვლიეს დოკუმენტები, რის შედეგადაც 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთები.

გამოძიება „სამსახურებრივი გულგრილობის“ ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან  თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0