თუ უკვე განვლეთ ნახევარი საუკუნე, სასწრაფოდ მიაფურთხეთ ყველაფერს, შეწყვიტეთ ზედმეტი ტვირთის საკუთარ თავზე აღება და უსარგებლო ნივთების ტარება. თუმცა საქმე მარტო კონკრეტულ ნივთებს არ ეხება! არის რამდენიმე რამ, რაც ქალმა ამ ასაკში აღარ უნდა ატაროს.
ესენია:
სამყაროს ტვირთი
თქვენ მაშინ ბერდებით, როცა საკუთარ მხრებზე მთელი სამყაროს ტვირთის ტარებას ითავებთ. გამუდმებით სირცხვილისა და სინანულის შეგრძნება, განსაკუთრებით 50 წლის მერე, მძიმეა და არ ღირს. თანაც მათ გამო თვალები შუპდება და წითლდება, გეყოთ საკუთარი თავის ტანჯვა მუდმივი სირცხვილისა და სინანულის გრძნობით! აიღეთ კოსმეტიკური ფანქარი და სასწრაფოდ შეიღებეთ თვალები.
ვარდისფერი სათვალე
უკვე საკმარისად კარგად იცნობთ საკუთარ თავს და შეიგნეთ, რომ ამ სათვალეს თქვენთვის სარგებელი არ მოაქვს. ის არა მარტო იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გამუდმებით დაბოლილი ხართ, არამედ ხელს გიშლით იმაში, რომ საღად შეაფასოთ ცხოვრება და ადამიანები თქვენ გარშემო. ასე რომ, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და სასწრაფოდ შეცვალეთ ის შავით. მათ მიღმა თქვენი სინანულის ობიექტი მკაფიოდ აღარ გამოჩნდება.
მოკუმული ტუჩები
არსებობს გარკვეული სიტუაციები, როცა ტუჩების მოკუმვა და სირთულეების ატანა ხდება საჭირო. მაგრამ ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ საკუთარი თავი გმირად წარმოაჩინოთ, ან იყოჩაღოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამუდმებით მოკუმული ტუჩების შედეგად სახეზე, ტუჩის არეებში ნაოჭები ჩნდება.
ბევრი შლაპა
ალბათ ბევრი თქვენგანი იცნობს ბებიებს, რომლებსაც შლაპებით მთელი კარადა აქვთ გამოტენილი. იცით, ასეთ ბებიებს რა ემართებათ ერთ მშვენიერ დღეს? ისინი შხაპის ქუდს იხურავენ და ისე მიდიან სასეირნოდ. გინდათ ერთ დღეს თქვენც იგივე დაგემართოთ?
კურორტზე მყოფი მოდუნებული „სწერვის“ გამომეტყველება
აი, ეს პუნქტი კი ხუმრობად ჩაგვითვალეთ და ეცადეთ, ამგვარი გამომეტყველება დიდხანს შეინარჩუნოთ. თუმცა, ნუ დაივიწყებთ, რომ დროდადრო ხალისიანად გაიღიმოთ, რათა სახეზე კეთილი და მსუბუქი განწყობა „აგითამაშდეთ“.
და, ბოლოს, გახსოვდეთ: არაფერია იმაში ცუდი, რომ ვიღაცის რჩევას მიუგდოთ ყური იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოყურებოდეთ. მაგრამ თუ რჩევები ბევრი იქნება, ეცადეთ, რომლებიც ყველაზე პრაქტიკულად მოგეჩვენებათ, მხოლოდ ისინი გაითვალისწინოთ.
და, კიდევ: სწორედ 50 წლის მერე ამჩნევთ ცხოვრებაში იმ დეტალებს, რის გამოც ცხოვრება მშვენიერია და რაც მანამდე, რატომღაც, შეუმჩნეველი იყო. ამიტომ დააფასეთ ეს ასაკი და იყავით ბედნიერი!