წულუკიანი: უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეთა ქცევაზეა დამოკიდებული

© Sputnik / Alexander Imedashviliხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ევროკავშირის საბჭომ.
ხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ევროკავშირის საბჭომ. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს ხმათა უმრავლესობით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაადასტუროს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება დამოკიდებული იქნება ქართველების ქცევაზე ევროპაში, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს სტრასბურგში გამართულ ასამბლეის სესიაზე მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო პროცესის დასრულების საკითხს. გადაწყვეტილება ევროპარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. 

„შესაძლებელია თუ არა უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდეს – ეს 100 პროცენტით არის დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე. არ უნდა დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, როცა იქ შესული ვართ 90 დღით და არა მეტით. აღარაფერს ვამბობ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულებში არიან ჩართული. მართალია, უმცირესობაა, მაგრამ მათმა საქციელმა ეს პროცესი გააჭიანურა, ეს ღიად უნდა ითქვას", — თქვა წულუკიანმა ბრიფინგზე. 

ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველო შეძლებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას ევროკავშირისგან. 

ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ მიაღწიეს შეთანხმებას მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების მხრიდან მიგრანტების უკონტროლო ნაკადი გადავა ევროკავშირის წევრ ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში. 

ამ ინსტრუმენტის გაჭიანურება აფერხებდა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. 

ყველა ახალი ამბავი
0