არჩილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ რუსეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინონ

გამოწერა

"ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში საკუთარი ბრიფინგის შეჯამებისას „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

"ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც სხვა გამოწვევებიც უკავშირდება.

"საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს ყველაზე მტკივნეული პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის. მის გადასაჭრელად აუცილებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა", — განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

პოლიტიკოსის აზრით, საჭიროა კომპრომისის მიღწევა, საქართველოს ხელისუფლება უნდა მოელაპარაკოს რუსეთის მთავრობას.

"რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო, რათა შემდეგ დაიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრებლემების მოგვარება. თუმცა, როგორც სააკაშვილისდროინდელი მთავრობა ამბობდა, ასევე ქვეყნის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დასაშვებია მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების დეოკუპაციის შემდგომ. მე ეს გზა აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თავდაპირველი საკითხია", — თქვა ჭყოიძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის გადასაჭრელად საჭიროა მაქსიმალურად ამოქმედდეს დიპლომატიური ბერკეტები.

ყველა ახალი ამბავი
0