ამინდი საქართველოში: თოვლიანი უქმეები

© photo: Sputnikპირველი თოვლი თბილისში
პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში შაბათს მცირეოდენი თოვლი და 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო კვირას აცივდება, თუმცა დღე, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის.

საქართველოში ამ უქმეებზე თოვლი და ყინვები შენარჩუნდება, მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი.

შაბათი, 17 დეკემბერი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 17-22 მეტრს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლუს 2, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 13-8 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-2 გრადუსი ყინვა იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 7-2, ზოგან, შესაძლოა, ტემპერატურამ 13 გრადუსამდეც დაიწიოს, ხოლო დღისით მინუს 1 პლუს 4 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 18-13, ხოლო დღისით — 9-4 გრადუსი ყინვა.

თბილისში მოსალოდნელია მცირეოდენი თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით იქნება 5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 4 გრადუსი სითბო.
კვირა, 18 დეკემბერი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მცირე თოვლია ასევე მოსალოდნელი აღმოსავლეთშიც, მაგრამ დღისით, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1, ხოლო დღისით — მინუს 2 პლუს 3 გრადუსი. მაღალ მთაში 18-13 გრადუს ყინვას ელოდებიან, ხოლო დღისით — 9-4 გრადუსს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 9-4, ზოგან ტემპერატურამ, შესაძლოა, 14 გრადუსამდეც დაიწიოს. დღისით იქნება მინუს 1 პლუს 4 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 19-14 გრადუსი ყინვა, ზოგან შესაძლებელია მინუს 23 გრადუსიც, დღისით კი 10-5 გრადუსი ყინვა იქნება.

თბილისში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექო ამინდი. ღამით მოსალოდნელია მინუს 6, ხოლო დღისით — 1 გრადუსი სითბო.

ორშაბათი, 19 დეკემბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 7-2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 0-5 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 20-15 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 6-1.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 10-5, ზოგან — 15 გრადუსი ყინვა. დღისით იქნება მინუს 1 — პლუს 4. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 20-15, ზოგან — 24, ხოლო დღისით — 9-4 გრადუსი ყინვა.

თბილისში დღე, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის. იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ყინვა 7 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0