BMW-მ კორეელ ბავშვებს უახლესი მოდელის ტარების უფლება მისცა

გამოწერა

არ გვეგულება ბავშვი, განსაკუთრებით, ბიჭუნა, რომელსაც მანქანის საჭესთან დამოუკიდებლად ჯდომა ოცნებად არ ჰქონდეს ქცეული. მამიკოს, თუ რომელიმე ახლობლის მანქანის მართვა მომავალში, „დიდი რომ გაიზრდება“, მაშინ კი არ უნდა, არამედ დღესვე, ახლავე და დაუყოვნებლივ.

ასეა ყველგან, ყველა ქვეყანაში. ბიჭუნების ოცნებები, თურმე, ერთმანეთისგან სულაც არ განსხვავდება, რა ეროვნებისაც უნდა იყვნენ.  

ჰოდა, საავტომობილო გიგანტმა BMW-მ (Bayerische Motoren Werke) გადაწყვიტა, კორეელი მოზარდების გული გაეხარებინა და მთლად ახალი მოდელის გატარების უფლება მიეცა. შეარჩიეს 10-12 წლის რამდენიმე ბიჭი და სანატრელი სიტყვები უთხრეს: „ჩაჯექი და გაატარე!“

წარმოგიდგენიათ ამ ბავშვების ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახეები?! მათ ხომ არ იცოდნენ, რომ რეალურად ავტომობილს პროფესიონალი მძღოლი მართავდა მანქანაზე მიმაგრებული სპეციალური „მოტოციკლით“.

ყველა ახალი ამბავი
0