ქართველმა მოციგურავეებმა უნგრეთში გამართულ ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Aleksandr Vil'f / გადასვლა მედიაბანკშიფიგურული სრიალი
ფიგურული სრიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მორის ყვითელაშვილი და ანა დეა გულბიანი ოქროს პრიზიორები გახდნენ.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთში დასრულდა ყოველწლიური ტრადიციული ტურნირი Santa Claus Cup, სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ორი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მამაკაცებს შორის გამართული შეჯიბრება მორის ყვითელაშვილმა მოიგო, ქალთა შორის კი უძლიერესი ანა დეა გულბიანი აღმოჩნდა.

მამაკაცთა შორის მეორე ადგილიც საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი მაისურაძემ დაიკავა.

კიდევ სამი ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრების ყულაბას იუნიორებმა შემატეს: ნიკა ეგაძემ, ლია გოგიტიძემ და ნატალია ლომინეიშვილმა.

Santa Claus Cup – ფიგურულ სრიალში ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირია, რომელიც ფიგურული სრიალის უნგრეთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება. შეჯიბრება იმართება მამაკაცთა და ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში, ასევე ყინულზე ცეკვებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0