„მეტყველი სასმისები“: თბილისში უნიკალური სასმისები წარმოადგინეს

© Sputnik / Levan Avlabreliვერცხლის ჭურჭელი ღვინისათვის
ვერცხლის ჭურჭელი ღვინისათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინის ვერცხლის სასმისები, თიხის ჭურჭელი და ერეკლე მეორის დოქიც კი.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გამოფენა-გაყიდვა „მეტყველი სასმისები“ დასასრულს უახლოვდება. მასზე წარმოდგენილია XVIII-XX საუკუნის დასაწყისის ასზე მეტი უნიკალური ექსპონატი.

© Sputnik / Levan Avlabreliვერცხლის დოქი
ვერცხლის დოქი - Sputnik საქართველო
ვერცხლის დოქი

ექსპოზიცია გახსნილია ოქროულობისა და ანტიკვარიატის სალონ „დიადემაში“. ის 15 დეკემბრამდე გრძელდება. კომპანია ხშირად ატარებს გამოფენებს, მათ შორის საქველმოქმედოს, მაგრამ, ორგანიზატორების თქმით, სწორედ ამ გამოფენამ ჰპოვა განსაკუთრებული გამოხმაურება თბილისის მცხოვრებთა და სტუმრებს შორის.

„ალბათ, ეს იმითაა განპირობებული, რომ ეს ქართული კულტურის ფენომენია. ეს არის ნივთები, რომლებიც შესანიშნავად ასახავს ჩვენს ტრადიციებს. ამიტომ, გარდა გაცნობითი ფუნქციისა, გამოფენა საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზებასაც ემსახურება“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ გამოფენის ორგანიზატორმა და „დიადემის“ ხელმძღვანელმა მარინა ცალქალამანიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliღვინის ძველებური ჭურჭელი
ღვინის ძველებური ჭურჭელი - Sputnik საქართველო
ღვინის ძველებური ჭურჭელი

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სასმისების წარმომავლობასა და მათ კულტურულ ღირებულებას. მსურველებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ სასურველი უიშვიათესი ორიგინალური სასმისები, რომელთა შორის გამოფენილია ექსკლუზიური სასმისები დავით სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანისა და სხვა ცნობილი პიროვნებების ოჯახებიდან.

© photo: Sputnik / Stringerყანწი
ყანწი - Sputnik საქართველო
ყანწი

გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური „მეტყველი“ სასმისია ვიწროყელიანი ვერცხლის დოქი. როგორც სალონის დიასახლისმა აღნიშნა, ამ დოქს ლამაზი ლეგენდა უკავშირდება. კოლექციონერებისგან შემონახული ისტორიის მიხედვით, ეს დოქი ერეკლე მეფის მაგიდაზე იდგა და როდესაც მეფეს მტრის მოახლოება აუწყეს, მან სიბრაზისგან ჭურჭლის ყელი მოღუნა. ერთ-ერთი ვერსიით, მეფემ ამით აჩვენა, რაც მოელის მტერს ბრძოლის ველზე.

© Sputnik / Levan Avlabreliერეკლე მეორის დოქი
ერეკლე მეორის დოქი - Sputnik საქართველო
ერეკლე მეორის დოქი

სასმისების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია სპარსული და ქართული ხანჯლები, ხმლები, კაჟის დანები და XVIII საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისის იარაღი. ისინი დამზადებულია რკინის, ვერცხლისგან, ოქროთია მოვარაყებული, მორთულია ძვირფასი ქვებითა და სპილოს ძვლის დეტალებით.

© Sputnik / Levan Avlabreliაზარფეშა
აზარფეშა - Sputnik საქართველო
აზარფეშა

„მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ექსპონატი სამუზეუმო ფასეულობისაა. ისინი კერძო კოლექციებში ინახება. და სწორედ ამ გამოფენისთვის შევძელით მათი პოვნა და საზოგადოებისთვის ჩვენება. გამოფენის შემდეგ ისინი კოლექციებს დაუბრუნდება ან გაიყიდება“, — აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა.

გამოფენისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზატორებს კოლექციის ახალი ექსპონატებით შევსება და უახლოეს მომავალში ექსპოზიციის გაგრძელება სურთ.

ყველა ახალი ამბავი
0