ლალიკო მაღრაძე: გამოუსადეგარი მაკულატურა წარმოუდგენელ სილამაზედ შეიძლება იქცეს
„თავდაპირველად, უბრალოდ, ვწნავდი, შემდეგ კი უფრო დავიხვეწე, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, თუ როგორ დამემუშავებინა კალათა და წლებთან და გამოცდილებასთან ერთად უკვე ჩემებური გამყარების ტექნიკაც შევიმუშავე — ქაღალდით მოწნული ნივთი თითქმის ხის იმიტაციამდე მიდის“. –ამბობს ლალიკო მაღრაძე.
ლალიკო თვითნასწავლი ხელოვანია. იგი ქაღალდისგან სხვადასხვა ზომის კალათებს, აქსესუარებს, ზარდახშებს, სკივრებს, ჩანთებს და სამკაულებს ქმნის.