კანადაში ყინულში გაჭედილი ცხენ-ირემი ცულების დახმარებით გაათავისუფლეს

გამოწერა

კანადის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ყინულებში გაჭედილ ცხენ-ირემს გზა ცულებით გაუკაფეს და გადაარჩინეს. იხილეთ გადარჩენის კადრები.

ინციდენტი კანადის პატარა ქალაქ ნიუ-ბრანსუიკში მოხდა. ცხენ-ირმის დასახმარებლად რამდენიმე მეხანძრე ამტვრევდა ყინულს, პარალელურად ცხოველს წყლიდან ქაჩავდნენ.

ყინულში გაჭედილისთვის დახმარების აღმოჩენამდე მეხანძრეებმა ირგვლივ შეკრებილ ხალხს უკან დახევა სთხოვეს, რათა ცხოველს არ შეშინებოდა.

სახანძრო სამსახურის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადებით, სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ ცხენ-ირემმა დამოუკიდებლად შეძლო ნაპირამდე გაცურვა და ხმელეთზე ასვლა.

ცხენ-ირემი და თახვი კანადის ცოცხალ სიმბოლოებად ითვლება. კანადის უძველესი მცხოვრებლები – ინდიელები ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ ცხენ-ირემს. კანადის თანამედროვე რუკაზე 600-ზე მეტი გეოგრაფიული ადგილის პოვნა შეიძლება, რომელთა სახელში სიტყვა Elk („ცხენ-ირემი“) გვხვდება. მათი უმრავლესობა განლაგებულია ონტარიოში, კვებეკსა და ახალ შოტლანდიაში.

ყველა ახალი ამბავი
0