თბილისში ისტორიული წიგნების ქურდობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

© Fotolia / adistockწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამაკაცმა ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 1954 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს, რომელმაც გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში XVIII და XIX საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქურდობის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით ბიბლიოთეკაში აღნიშნული წიგნების სანაცვლოდ სხვა წიგნები დატოვა.

სამართალდამცველებმა მოპარული წიგნები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.

გამოძიება „განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების“ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0