სამკაული, რომელსაც ვქმნი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
"საკმაოდ რთულია ბისერზე მუშაობა. შესაძლოა სამკაული დიდი არ იყოს, მაგრამ არის დეტალები, რომელთა დამუშავებასაც მიაქვს ძალიან დიდი დრო. ყველაზე რთულია კომპოზიციის შეკვრა. შეიძლება არაჩვეულებრივი დეტალი შეკრათ, მაგრამ გაგიჭირდეთ ეს დეტალები შეკრათ ერთ კომპოზიციად“, — ამბობს თამუნა ლეჟავა.
თამუნა ლეჟავა თვითნასწავლი ხელოვანია. ბისერებით ქსოვის საიდუმლო თავად ამოხსნა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2007 წელს ჩატარდა, რასაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.