ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ვარშავაში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში.
დაახლოებთ 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა ოპოზიციური „დემოკრატიის დაცვის კომიტეტის“ მსვლელობაში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ოპოზიციის მხარდამჭერთა მასობრივი მსვლელობა.
აქცია ჩატარდა 1981 წელს პოლონეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების 35 წლისთავთან დაკავშირებით, როდესაც პოლონეთის გაერთიანებულ მშრომელთა პარტიასა და ლეხ ვალენსას ოპოზიციურ პროფკავშირ "სოლიდარობას" შორის წინააღმდეგობის გამწვავებასთან დაკავშირებით მაშინდელმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.