ლიკა ზენდერის შვეიცარიული სიყვარული
„ერთმანეთს საქართველოში, გადაღებაზე შევხვდით. მაშინ პატარა ვიყავი და ფოტომოდელობით გატაცებული. კრისტიანი იქ სრულიად შემთხვევით მოვიდა“, — იხსენებს „Sputnik–საქართველოსთან” საუბრისას მხატვარი ლიკა ზენდერი.
ლიკა ზენდერი თბილისელი მხატვარია, რომელიც თითებით ხატავს. მისი ნამუშევრების ერთ-ერთი გამოფენა შვეიცარიაში მოეწყო. საქართველოში კი ლიკას ხუთი გამოფენა გაიმართა. მომავალში მხატვარი საკუთარი ნახატების პარიზში წარდგენას გეგმავს.