სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს გამო ატეხილი სკანდალი გრძელდება

© Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშისვანური კოშკი უშგულში
სვანური კოშკი უშგულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთის ისტორიული კოშკების ფონზე შიშველი ქართველი ტურისტის ფოტოს გამო ატეხილი სკანდალი ახალ სიმაღლეზე ადის.

ფოტოსა და შემდეგი მოვლენების თემამ სოციალური ქსელები ააფეთქა. ადგილობრივმა ბიჭებმა ახალგაზრდა მკაცრად დატუქსეს და ბოდიშის მოხდაც აიძულეს. 

Facebook-ზე აიტვირთა მობოდიშების შემცველი ვიდეოჩანაწერი მუქარის მინაწერით: „ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს.

კაილი კემპბელი - Sputnik საქართველო
კაილი კემპბელი: ქართველს ცოლად არ გავყვები, მაგრამ სვანეთში სიამოვნებით ვიცხოვრებდი

თუ არადა, ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით". და ამის შემდეგ დაიწყო — ვიდეოს პაპულარობა სწრაფად იზრდებოდა. ვიდეოს ავტორებს ზოგი ველურებს უწოდებდა, ზოგი კი ნამდვილ მამაკაცებს, რომლებიც ტრადიციებს იცავენ.

ისტორია ამით არ დასრულებულა. თურმე, ირაკლი ნარსავიძე, რომელიც მეგობრებთან ერთად მორალის დამცველად მოგვევლინა, თვითონაც არ არის ანგელოზი.

მასზე მალე მოიძებნა „კომპრომატი“ — მის მიერ Instagram-ზე ატვირთული ფოტოები, სადაც ის მთების ფონზე მოშიშვლებული ტორსით არის გადაღებული. ზღვა კომენტარების შემდეგ მან მოხსნა ფოტო.

ნარსავიძე მორაგბე და ადგილობრივი გუნდის „უშბას“ მწვრთნელია. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში, თუმცა სვანეთზე უზომოდ შეყვარებულმა სპორტსმენმა კარიერაზე უარი თქვა და მშობლიურ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტა.

ეს ისტორია აქტუალობას არ კარგავს. ზოგმა მომხდარში სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა დაინახა, ზოგმა სამართლიანობა, უმეტესობას კი სიცილის საბაბი გაუჩნდა.

ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მიქელანჯელოს „დავითის“ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „მეც გავიხადე“.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა Facebook-ში შიშველი ტურისტების ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „ესეც სვანეთია და ესენიც ხომ არ მოგვეძებნა?“

ტურისტს ახალგაზრდა და ეპატაჟული მსახიობი თინა მახარაძე გამოესარჩლა.

ანა პუჩკოვა - Sputnik საქართველო
ანა პუჩკოვა — სვანების რისხვას გადარჩენილი და საქართველოში დაფუძნებული ქალბატონი

„ეს მუქარაა და არა მხოლოდ ამ ბიჭის მისამართით, არამედ ყველას მიმართ, ვისაც მომავალში მოუნდება რაიმე ისეთის გაკეთება, რასაც ვინმე ირაკლი ნარსავიძე კრძალავს“, – წერს მახარაძე Facebook-ზე.

ფოტოშოპის ოსტატებმა კი სოციალურ ქსელში საკუთარი ინტერპრეტაციები გამოაქვეყნეს, მაგალითად, ჩოხაში გამოწყობილი შიშველი ტურისტი.

ტურისტს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად დადეს ფოტოები შიშველი ადამიანების გამოსახულებით. 

საქართველოს შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლო იუნა შაფათავაც არ დარჩა გულგრილი დაკუნთული ქართველი მამაკაცების მიმართ. მას ნარსავიძის გაცნობის სურვილიც კი აქვს, რადგან მას ტურისტზე უფრო სექსუალურად მიიჩნევს.

„არც კი ვიცი, რომელს ავირჩევდი, მაგრამ მხოლოდ "არასერიოზული" ურთიერთობის მიზნით. ალბათ, სვანს — ბუნებრივად დომინანტია“, — წერს შაფათავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ამ ამბავს კომპანია „ნაბეღლავიც“ კი გამოეხმაურა და Facebook-ის გვერდზე უეტიკეტო ბოთლის ფოტო ატვირთა. ფოტოს წარწერა ახლავს:

YouTube-ზე კი შიშველი მამაკაცის ვიდეო აიტვირთა, რომელიც სვანეთის მთებში გოგი დოლიძის სიმღერას ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0