2016 წლის უკანასკნელი სუპერმთვარეობა: შთამბეჭდავი სანახაობა

© REUTERS / Jason Reedსუპერმთვარე შედის ბოლო ფაზაში სიდნეიში, ავსტრალია
სუპერმთვარე შედის ბოლო ფაზაში სიდნეიში, ავსტრალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის დეკემბერი უჩვეულო ასტროლოგიური მოვლენებით გამოირჩევა — პლანეტის მცხოვრებნი წელს ბოლო სუპერმთვარეობასა და ორ ვარსკვლავთცვენას იხილავენ.

სუპერმთვარეობას, რომელიც სავსე მთვარეობას ემთხვევა, 14 დეკემბრის ღამეს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ამ ღამით ციური სხეული იმდენად კაშკაშა გახდება, რომ დედამიწისკენ მომავალ გემინიდების მეტეორულ ნაკადს დაჩრდილავს. მთვარე თავის პიკს გრინვიჩის დროით 00:05 საათზე მიაღწევს.

სავსე მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება და 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება, ვიდრე მისი ორბიტის დედამიწიდან მაქსიმალურად დაშორებულ წერტილში ყოფნის დროს.

© REUTERS / Jon Nazcaმთვარე "მოაზროვნის" ქანდაკების ზემოთ დოს ჰერმანასში, ესპანეთი
მთვარე მოაზროვნის ქანდაკების ზემოთ დოს ჰერმანასში, ესპანეთი - Sputnik საქართველო
მთვარე "მოაზროვნის" ქანდაკების ზემოთ დოს ჰერმანასში, ესპანეთი

სუპერმთვარეობა ისეთი მოვლენაა, როდესაც მთვარის სავსე ფაზა დედამიწასთან მაქსიმალურ მოახლოებას ემთხვევა. წელს ამ მოვლენის ხილვა უკვე მესამედაა შესაძლებელი.

დედამიწის მოსახლეობამ სუპერმთვარეობა უკანასკნელად ზუსტად ერთი თვის წინ იხილა, რომელიც ყველაზე დიდი იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში.

შემდეგ ჯერზე სუპერმთვარეობისთვის თვალყურის დევნება მხოლოდ 2017 წლის 3 დეკემბერს იქნება შესაძლებელი.

ამჯერად იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ყველაზე ძლიერ ციურ ნაკადს — გემინიდების მეტეორულ წვიმას ემთხვევა. NASA-ს მონაცემებით, მოვლენა ძალზე კაშკაშა იქნება, რაც აღნიშნულ მეტეორიტებზე დაკვირვებას გაართულებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წლის ბოლო სუპერმთვარეობა მეტეორების ხილვადობას 5-10-ჯერ ჩაახშობს, თუმცა ასტრონომები მაინც ულამაზეს სანახაობას გვპირდებიან.

© photo: Sputnik / ვლადიმერ ასტაპკოვიჩისავსემთვარეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში
სავსემთვარეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში

გემინიდების დანახვა დიდი ქალაქებიდანაც შეიძლება, თუმცა სოფლებში ეს სანახაობა ბევრად შთამბეჭდავი იქნება.

რომანტიკული ბუნებრივი მოვლენით ტკბობას ხელი, შესაძლოა, ქალაქის განათებამ და სუპერმთვარეობამ შეუშალოს, მაგრამ გული არ დაგწყდეთ — ნათელი ამინდისა და მუქი ცის პირობებში შეუიარაღებელი თვალით მეტეორების გარკვეული რაოდენობის დანახვა და, შესაბამისად, სურვილის ჩაფიქრება მაინც მოხერხდება.

ყველა ახალი ამბავი
0