რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ აშშ უფრთხილდება "ჯებჰატ ან-ნუსრას", რათა მან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაამხოს..
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ შეწყვეტს სირიაში ბოევიკების დაცვას და გამოიყენებს საკუთარ გავლენას მათზე, რათა არსებული პრობლემების მოგვარებისკენ გადაიდგას ნაბიჯები.
„ვიმედოვნებ, რომ მათ, ბოევიკებს აღარ დაიცავენ, რომ აშშ, როგორც სერიოზული ზესახელმწიფო, გამოიყენებს საკუთარ გავლენას ბოევიკებზე და მათზე, ვინც, ვაშინგტონის გარდა, აკონტროლებს ბოევიკებს, და რომ ჩვენ მაინც შევძლებთ კეთილსინდისიერად, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებზე ზრუნვით, ამ პრობლემის მოგვარებას", — განაცხადა სერგეი ლავროვმა.
„ახლავე, გავიმეორებ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისკენაც მოგვიწოდებდნენ ევროპული ქვეყნები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით, ასევე აშშ, და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები. მოდით გავიყვანოთ მოქალაქეები. მოდით გამოვაცხადოთ შესვენება. ახლა ყველანაირი შესვენების გარეშე, ტერორისტებსა და ბოევიკებზე ზეწოლის შეწყვეტის გარეშე გამოდიან მოქალაქეები. ეს უზრუნველყვეს ჩვენმა სამხედროებმა, რომლებიც სირიის არმიას ხმელეთზე უწევენ დახმარებას", — დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.