დავით მესხიშვილი: სამ წელიწადში ავტოავარიაში 70-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

© FB/DAVID MESKHISHVILIდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო სამი წლის მანძილზე გზებზე ბავშვთა ტრამვატიზმის 2 500 შემთხვევა დარეგისტრირდა და 70-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, განაცხადა ,,საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

 

დავით მესხიშვილი: სამ წელიწადში ავტოავარიაში 70-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

„ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, არის საგანგაშო და ბევრად აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს. ხოლო იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, მისი  მიზეზები უნდა ვიცოდეთ“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

ექსპერტის აზრით, კარგია, რომ ამ საკითხით უკვე დაინტერესდა თბილისის მერია. მან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას“ უკვე დაუკვეთა სათანადო ანალიზის მომზადება, რომელიც მზად წლის ბოლოსთვის იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0