ბოევიკებისგან გათავისუფლებულ შეიხ-საიდის კვარტალს და ალეპოს სხვა რაიონებს სიმაღლიდან გადაუღეს. სირიის არმიამ ტერორისტების ბოლო სამალავის ჩხრეკა დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, სალაჰედინის კვარტალში.
ალეპოს მცხოვრებლები ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ აღმოსავლეთი კვარტლების ოფიციალურად გათავისუფლებულად გამოცხადების მოლოდინში. ხალხი ერთმანეთს ეხვევა და ულოცავს თავისუფლებას, გამარჯვების ნიშნად ჰაერში სროლის ხმებიც ისმის.
დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ქალაქის ტერიტორიის 98%-ზე მეტს.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქის აღმოსავლეთი რაიონებიდან გათავისუფლების ოპერაციის დაწყების დროს დაახლოებით 110 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 44 367 ბავშვი. 7 ათასზე მეტი მოსახლე ქალაქის დასავლეთი რაიონებიდან უკვე დაბრუნდა საკუთარ სახლებში, ქალაქის გათავისუფლებულ მხარეში.