შოთა რუსთაველის წელი რუსეთში: სანქტ-პეტერბურგში პოეტის ძეგლს გახსნიან

© photo: Sputnikშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში 14 დეკემბერს უდიდესი ქართველი მოაზროვნის ბიუსტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. იუნესკოს გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წელი საიუბილეო წლად არის გამოცხადებული.

XII საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი პოეტის საიუბილეო თარიღი რუსეთშიც აღნიშნეს და ლიტერატურული საზოგადოება „შოთა რუსთაველისა“ და მისი ხელმძღვანელის ავთანდილ ბუთხაშვილის ინიციატივით, სხვა საზეიმო ღონისძიებების გარდა, სანქტ-პეტერბურგში ძეგლის დადგმაც გადაწყვიტეს.

ვიაჩესლავ ბუხაევის მონუმენტურ პროექტს, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აღიმართება, ზურაბ წერეთელმა შეასხა ხორცი და ქალაქს საჩუქრად გადასცა.

© photo: Sputnik / სანკტ-პეტერბურგის მთავრობაშოთა რუსთაველის ბიუსტის ესკიზი სანქტ-პეტერბურგში
შოთა რუსთაველის ბიუსტის ესკიზი სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
შოთა რუსთაველის ბიუსტის ესკიზი სანქტ-პეტერბურგში

ბიუსტის გახსნის შემდეგ საკონცერტო დარბაზში У Финляндского საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცეკვის ანსამბლები „სიხარული“ (ხელმძ. სოფიკო ლიპარტელიანი), „ივერია“ (ირაკლი და დავით რუსიები), „საქართველო“ (მადონა ნიორაძე), ასევე ქართული სიმღერის ანსამბლები „ბალადა“ და „არაგვი“.

ამ ისტორიულ თარიღს ერთი თვის წინ სანქტ-პეტერბურგში კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა — „რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“. საღამოზე თბილისიდან ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“ ჩავიდა, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ხალხური სიმღერები შეასრულა.

შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა რუსეთის სხვა ქალაქებშიც — მოსკოვსა და იაროსლავლში.

ყველა ახალი ამბავი
0