წყალდიდობა დასავლეთ საქართველოში: რიონმა იმერეთის სოფლები დატბორა

© FB / energo pro Georgiaძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში
ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მოსახლეობა დამცავი ჯებირის აშენებას მოითხოვს, რადგან მსგავსი სიტუაცია ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ მეორდება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ნაპირებიდან გადმოსულმა რიონმა გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი-2“.

ადგილობრივი მოსახლეობა დამცავი ჯებირის აშენებას მოითხოვს, რადგან მსგავსი სიტუაცია ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ მეორდება.

„დამცავი ჯებირის აშენებას მოვითხოვთ. მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ჩვენი სახლები დატბორა. 10-15 ოჯახი ასეთ მდგომარეობაშია“, — აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გოგოლა ახობაძე.

ძლიერი წვიმების შედეგად, ასევე დაიტბორა თავად ქალაქ სამტრედიის ქუჩები და შენობების პირველი სართულები.

ყველა ახალი ამბავი
0