საქართველოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

თბილისი, 12  დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ნარკოტიკული საშუალებები თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ირანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 232 აბი ნარკოტიკული საშუალება და მეტადონის შემცველი 68 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას მეტადონისა და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით. დაკავებულს ექვსიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0