მარიამ მამადაშვილი: ამერიკაში უფრო სერიოზულად მოვკიდებ ხელს სიმღერას
„როდესაც პირველად ქულების გამოცხადება მოხდა და გავიგონე „საქართველო, საქართველო, საქართველო“ — ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მომენტი იყო. ამერიკაში რომ დავბრუნდები, უფრო სერიოზულად მოვკიდებ ხელს სიმღერას“, – განაცხადა მარიამმა.
მარიამ მამადაშვილი საბავშვო „ევროვიზიის“ რიგით მე-14 სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა.