გიორგი სიხარულიძე: მესხიშვილის თეატრი ქუთაისის სახე-სიმბოლოა
„ამ კონკრეტულ თეატრსაც კულტურის ტაძრის დანიშნულება აქვს და ის ქუთაისის სახე–სიმბოლოა. აქ იმდენად უყვართ თეატრი, რომ ქალაქმა, როგორც ტაძარი და შემოქმედების ხელთუქმნელი ძეგლი, მის პატივსაცემად ააგო. ეს მაყურებელთან მიმართებაშიც ჩანს და ამას ვგრძნობ პრემიერებზე. ყველას აინტერესებს, რა ხდება თეატრში, რა იდგმება, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისგან დაკვეთაც მიმიღია: „გიორგი, ძალიან გვინდა, რომ ამ მასალაზე იმუშაო…“ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ თეატრს დიდ ყურადღებას აქცევენ", — თქვა გიორგი სიხარულიძემ.
გიორგი სიხარულიძე 10 წელია, რაც ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და მან მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი დადგმა განახორციელა.