თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სარკინიგზო ბორნები, რომლებსაც აზერბაიჯანიდან აქტაუსა (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტებს შორის ტვირთები გადააქვს, კვლავ ამუშავდა, Sputnik-აზერბაიჯანი სააქციო საზოგადოება „კასპიის საზღვაო ნაოსნობის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უწყებაში განმარტეს, რომ ბორნების გრაფიკის შეფერხება უამინდობთ იყო გამოწვეული.
კასპიაზე ძლიერი ქარისა და შტორმის გამო საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებში სატრანზიტო ტვირთების შეფერხებით მიწოდების თაობაზე ასევე იუწყებოდა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდი.
უამინდობის გამო, რომელიც 20 ოქტომბრიდან გრძელდება, საბორნე გადაზიდვები 16 დღე-ღამის განმავლობაში იყო გაჩერებული. შედეგად, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის სარკინიგზო ლიანდაგებზე, 7 დეკემბრის მონაცემებით, 1045 საბორნე ვაგონი იყო გაჩერებული.
„კასპიის საზღვაო ნაოსნობის“ პრესმდივნის მიერ 12 დეკემბერს წარმოდგენილი მონაცემების თანახმად კი, საქართველოდან ყველა ვაგონი უკვე ჩასული იყო აზერბაიჯანში, რომლებიც შემდეგ ბორნებით უნდა გაგზავნილიყო ცენტრალურ აზიაში.