შარდენის ქუჩაზე საახალწლო ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება

© facebook.com/CityHallofTbilisiნაძვის ხეების ფესტივალი თბილისში
ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო ნაძვის ხეების ტრადიციული ფესტივალი თბილისში 26 დეკემბერს „მეიდნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, შარდენის ქუჩაზე 26 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხეების ერთდღიანი ფესტივალი და საახალწლო აქსესუარების ბაზრობა გაიმართება.

ბამბის რიგისა და კინოს მოედანზე 14:00-დან 20:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება საქართველოს 50-ზე მეტი კომპანიის ყველაზე ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხეები. ფესტივალის დასასრულს ყველაზე კრეატიულ და საინტერესო ნამუშევრებს ჟიური პრიზებით დააჯილდოებს.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა, ფესტივალზე დასწრება — თავისუფალი. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

გარდა ამისა, შარდენის ქუჩაზე საახალწლო თემატიკაზე საავტორო აქსესუარებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მონაწილეები წარმოადგენენ სამკაულებს, კერამიკულ და ხის ნაკეთობებს, საახალწლო დეკორაციებს, ნაძვის ხეებსა და მის სათამაშოებს, ასევე საახალწლო ტკბილეულს, ღვინოს, წიგნებსა და მხატვრობის ნიმუშებს. საკუთარ ნამუშევრებს ბაზრობაზე დაახლოებით 30 კომპანია წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0