„უკვდავი ლეგიონი“ საქართველოში შემოდის

© photo: Sputnik / Ирина Калашникова / გადასვლა მედიაბანკში„უკვდავი ლეგიონის“ აქცია ევროპაში
„უკვდავი ლეგიონის“ აქცია ევროპაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების ბედს შეისწავლის.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც საზოგადოებრივ მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურ კოალიციასა“ და რუსეთის საზოგადოებრივ სამოქალაქო-პატრიოტულ მოძრაობა „რუსეთის უკვდავ ლეგიონს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

© „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ კონფერენცია
„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ კონფერენცია - Sputnik საქართველო
„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ კონფერენცია

შეთანხმების მთავარი პუნქტებია: მეორე მსოფლიო ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა ბედის დასადგენად ძალისხმევის გაერთიანება, ომის მონაწილეთა და ზურგის მებრძოლების  გმირობის ხსოვნის უკვდავსაყოფად,  მემორიალების, მონუმენტების, ძეგლების, ობელისკებისა და მეომართა სასაფლაოების საკადრისი მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიების  ჩატარება.

„მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი მოძრაობის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან „უკვდავი ლეგიონის“ არსი ჩვენთვის ძალიან ახლობელია. ჩვენი წინაპრები — პაპები და მამები ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ და, რა თქმა უნდა, მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ“, — განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ თავმჯდომარე რევაზ გოგიძემ.

გარდა ამისა, „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია” კონსულტაციების, ერთობლივი პროექტების, გამოფენების, ფესტივალების, კონკურსების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობით დაკავდება. გარდა ამისა,  პრობლემათა ერთობლივი ანალიზის შემდეგ მათ გადასაჭრელად რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს.

კონფერენციაზე საპატიო სიგელები გადაეცათ რევაზ გოგიძეს, საზოგადო მოღვაწე ნოდარ ცოტნიაშვილსა და ჟურნალისტ მედეა გოგსაძეს.

ყველა ახალი ამბავი
0