თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის ხელისუფლებისგან არ მიუღია ინფორმაცია სტამბოლის ტერაქტში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებისა თუ დაშავების თაობაზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
„სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახური.
სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.