თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის სირიის კონფლტში მონაწილეობა საფრთხეს ისეთ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც უქმნის, როგორიც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი ან ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენია, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
„თურქეთი აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებს სირისა და ნაწილობრივ ერაყის ტერიტრიაზე, ამას კი, მაგალითად, იგივე „ისლამური სახელმწიფო“ სწორედ ტერაქტებით პასუხობს. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ შესაძლებელია თურქეთის ინფრასტრუქტურულ ობიქტებზეც განხორციელდეს დივერსიული აქტები. მათ შორის, მაგალითად, იმავე ბაქო–თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ან თბილისი–ერზრუმის გაზსადენზე“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა კიდევ ერთი დაჯგუფება — ქურთების მუშათა პარტია მოქმედებს.
„თურქეთში არსატაბილურობა საქართველოს პრობლემას არა მხოლოდ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, არამედ როგორც თურქეთის ერთ–ერთ სავაჭრო პარტნიორსაც შეუქმნის. ესეც რომ არა, ვერც საქართველო და ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დარჩება გულგრილი იმის მიმართ, რომ ტერაქტების შედეგად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ: გუშინ თურქეთში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. მათგან 27 პოლიციის თანამშრომელია. რაც შეეხება ტერაქტებში დაჭრილებსა და დაშავებულებს, მათი რაოდენობა ამ მომენტისთვის 166 ადამიანს შეადგენს.