მარგველაშვილი: გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს და მისი სრულად აღიარება, პატივისცემა და განხორციელება ქმნის თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებას, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ შექმნის დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

„დეკლარაციის სულისკვეთებამ გააერთიანა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები. მას შემდეგ ყველა თანამედროვე საზოგადოება იმის მიხედვით ზომავს თავისი განვითარების ხარისხსს, თუ რამდენადაა რეალიზებული უმთავრესი ეთიკური პრინციპი: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“, — ნათქვამია გიორგი მრგველაშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს.

„ამ ფასეულობათა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოული წევრის საქმეა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც“, — არნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ: გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა 1948 წლის 10 დეკემბერს  შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი — „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.

ყველა ახალი ამბავი
0