თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის ქალაქ ილათში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, რომლის უალტერნატივო გამარჯვებული საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე გახდა, იუწყება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა — 205 კილოგრამით პირველ ადგილზე გავიდა და პირველი ოქრო მოიპოვა. შემდეგ აკვრაშიც მაქსიმალური შედეგი — 235კილოგრამი აჩვენა და მეორე ოქროს მედალი აიღო.
ტალახაძემ მესამე ოქრო ორჭიდში დაიმსახურა, როცა 440 კილოგრამი დააფიქსირა და 42 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონ სავჩუკს.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი 22 მედლით დაასრულა.