სამეგრელოში დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე ქალი დააკავეს

© Flickr / Teknoratიარაღი, არქივის ფოტო
იარაღი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს, რომელიც სამონადირეო მაღაზიის მფლობელია, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი 10 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე 1964 წელს დაბადებული ქალბატონი მ. ქ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

ცეცხლსასროლი იარაღი - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისათვის ორი პირი დააკავეს

"სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული 3 პისტოლეტი და 45 ვაზნა, ხოლო მისი კუთვნილი სამონადირეო მაღაზიიდან — „სტრანგერის“ მოდელის 2 სანადირო თოფი, მარკირებისა და ნომრის გარეშე, ასევე, 224 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", — იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ყველა ახალი ამბავი
0