ლევან ხარატიშვილი: UNESCO-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

© Бесик Пипияჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმის ამოქმედება ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო შემთხვევაა, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.
ლევან ხარატიშვილი: UNESCO-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

 — ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიულად მუდამ იყო სხვადასხვა დამპყრობლის ინტერესის სფერო, ჩვენ განსაკუთრებულად  უნდა შევქმნათ  ყველა ისეთი დაცვითი მექანიზმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაიცავს აგრესიისგან და, რაც მთავარია, დაიცავს იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელზეც ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, — თვლის ლევან ხარატიშვილი
„UNESCO-ს შეირაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კომიტეტის მე-11 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჯვრის, სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0