ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან 18 ათასამდე კაცი გამოიყვანეს

© photo: Sputnik / Михаил Алаеддин / გადასვლა მედიაბანკშიალეპო
ალეპო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ბოევიკების კონტროლ ქვეშ დარჩენილი კვარტლები, ბოლო 24 საათის მანძილზე 18 ათასამდე მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა, მათ შორის 7500-ზე მეტი ბავშვია.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები კიდევ 18 ათასმა კაცმა დატოვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სირიის ტერიტორიაზე მტრული მხარეების შერიგების რუსეთის ცენტრზე დაყრდნობით. 

ვითარება ალეპოში - Sputnik საქართველო
ბოევიკებმა ალეპოს თავზე სირიის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს

„სირიის ტერიტორიაზე მტრული მხარეების შერიგების რუსეთის ცენტრი განაგრძობს ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ალეპოს აღმოსავლეთ კვარტლებიდან გამოსული მოსახლეობის დახმარებას. ბოლო 24 საათის მანძილზე, ამ ადგილებიდან გამოყვანილ იქნა 17 971 მოქალაქე, მათ შორის 7542 ბავშვი“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

იქვე აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის მანძილზე იარაღი დაყარა და ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადმოვიდა 28 ბოევიკი. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადაწყვეტილებით, ისინი ამნისტირებულნი არიან. 


ყველა ახალი ამბავი
0