სამეფო სამოსი, რომელსაც ათასობით ძვირფასი ქვა ამშვენებს

© Sputnik / Levan Avlabreliთეკლე დედოფლის სამოსი
თეკლე დედოფლის სამოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ქართველ მეფეთა სამოსი გამოიფინა. აღადგინეს თამარ მეფის, ლუარსაბ მეფის, თეკლე დედოფლის კოსტიუმები, ქართველი თავადის კაბა და ბატონიშვილის კოსტიუმი. რესტავრაციის პროცესის მიმდინარეობაზე რესტავრატორი ნათია ქულუაშვილი გვესაუბრება.
სამეფო სამოსი, რომელსაც ათასობით ძვირფასი ქვა ამშვენებს

„დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის სამეფო სამოსზე მუშაობა. თითოეული მათგანი ძალიან დაზიანებული იყო და ბევრი ვიშრომეთ, რათა მათთვის პირვანდელი სახე შეგვენარჩუნებინა“, – ამბობს „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას რესტავრატორი ნათია ქულუაშვილი.
ეროვნული სამოსის აღდგენაზე რესტავრატორები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. „ქართული ეროვნული სამოსი“ ამიერიდან მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება სხვა უნიკალურ საგანძურთან ერთად საგამოფენო დღეებში 17:00-დან 20:00 სთ-მდე ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0