პრემიერი: საქართველოში ჯანდაცვა გაუმჯობესდება

გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხარისხის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის სფერო პრიორიტეტული უნდა გახდეს.

თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პირობას იძლევა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებსაც კერძო დაზღვევა არ გააჩნიათ.

„დღეს გადავდივართ ახალ, მეორე ეტაპზე, როდესაც უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ასევე უნდა გაკეთდეს აქცენტი ხარისხზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
ვინ ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაზღვევით – ხელისუფლება ახალ პროექტს ამზადებს

პრემიერმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს კლინიკების მენეჯმენტთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება დაავალა.

„სამედიცინო მომსახურების ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რათა მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებაზე მუშაობს, რაც მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისთვის დაზღვევის ჩამორთმევასა და შეჭირვებულთა პროგრამის დაფინანსების გაზრდას გულისხმობს. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობის ნაწილობრივ კერძო დაზღვევაზე გადასვლას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმის უფასო მეთვალყურეობასა და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80%-ს და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს დაავადებათა 12 ჯგუფის მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0